მთავარიპოლიტიკა

რუსეთმა უფრო დიდი როლი უნდა ითამაშოს ყარაბაღში მშვიდობის აღდგენის საქმეში. ფაშინიანი

საფრანგეთმა და შეერთებულმა შტატებმა მხარი უნდა დაუჭიროს რუსეთის მცდელობებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში. ამის შესახებ შვეიცარიის RTS სატელევიზიო არხთან ინტერვიუში განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, იუწყება ,,რია ნოვოსტი“.

”ვფიქრობ, რომ რუსეთმა უფრო დიდი როლი უნდა ითამაშოს მთიან ყარაბაღში სტაბილურობისა და მშვიდობის აღდგენის საქმეში, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე. ”მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რუსეთი ყველაზე ახლოსაა ჩვენს რეგიონთან. სანამ რუსეთი ცდილობს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას, ეუთოს მინსკის ჯგუფის დანარჩენმა ორმა თანათავმჯდომარემ, საფრანგეთმა და შეერთებულმა შტატებმა მხარი უნდა დაუჭირონ ამ მცდელობებს”, – თქვა მან.

ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ არსებობს მკაფიო განცხადებები იმის შესახებ, რომ რუსეთი, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (CSTO), შეასრულებს თავის ვალდებულებებს სომხეთის წინაშე, თუ სიტუაცია გაუარესდება რეგიონში.

ნახეთ მეტი
Back to top button