მთავარიპოლიტიკა

„სომეხის დამარცხება შეუძლებელია“: დემონსტრაციები და ფულის შეგროვება ჯავახეთში

სამცხე – ჯავახეთში, ისევე როგორც მთელ საქართველოში მცხოვრები ყველა სომეხი ცდილობს გაერთიანებული ძალებით დახმარება აღმოუჩინოს არცახს. ეს დახმარება სხვადასხვა გზით გამოიხატება.  ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატთან არსებული „საზოგადოებრივი კავშირისა და ინფორმაციის ცენტრის“    დისაპორის განყოფილება. 

”შეიძლება ითქვას, რომ ის რაც ამ დღეებში ჯავახეთში  ხდება, უპრეცედენტოა. ომის პირველ დღეებში ჯავახეთის  სომხებმა დაკეტეს კარწახის სასაზღვრო გზა, რომელიც თურქეთს აკავშირებს საქართველოსთან. აღნიშნეს,  რომ თუ ჩვენი საქონელი არ წავა სომხეთში, მაშინ თურქული სატვირთო მანქანები საქართველოში ვერ  შემოვლენო”, – ამის შესახებ მოუყვა  გამოცემა „ჰაერ აისორ“-ის  კორესპოდენტს სამცხე-ჯავახეთის  მედია  ანალიტიკური ცენტრის დირექტორმა ედუარდ აივაზიანმა.

აივაზიანის თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში შეგროვდა დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარი. თანხის ნაწილი სხვადასხვა საშუალებებით იქნა გამოგზავნილი. „მედიკამენტებით დავეხმართ, საძილე ტომრებით და სხვადასხვა ნივთებით, მაგრამ ძირითადად  თანხა გადაირიცხა  სომხურ ფონდ  „ჰაიასტან“-ში.  დღემდე, ფულის შეგროვება არ წყდება ჯავახეთის სხვადასხვა სოფლებში.

რამდენიმე დღის წინ ახალციხის, ახალქალაქის, ნინოწმინდის სომხები შეიკრიბნენ ახალქალაქის სტადიონზე და მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადეს არცახს.

”ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ფასად დავეხმაროთ არცახელ სომხებს, რათა არცახმა  შესძლოს გადარჩენა ამ ბრძოლაში, არცახელი  სომხები არ დაექვემდებარონ  გენოციდს, ისინი ნამდვილად გამარჯვებულები გამოვიდნენ.   როდესაც ომი დამთავრდება, ჩვენ მთელმა ერმა უნდა ავაშენოთ სტეპანაკერტი, შუში და დანარჩენი ქალაქები… და ეს ასე იქნება”, – თქვა ედუარდ აივაზიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button