მთავარიპოლიტიკა

სომხეთი და არცახი მზად არიან დაიცვან 10 ოქტომბერს მოსკოვში ხელმოწერილი ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის პირობები

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების და არცახის თავდაცვის არმიის ნაწილები მზად არიან დაიცვან 10 ოქტომბერს მოსკოვში ხელმოწერილი ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის პირობები, აგრეთვე გამოიყენონ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმზე დაკვირვების შეთანხმებული წესები.

როგორც თავის ფეისბუქ გვერდზე დაწერა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა შუშან სტეფანიანმა, ამ მხრივ, ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს თავიანთ განცხადებებსა და მოწოდებებში მიმართონ კონფლიქტის იმ მხარეს, რომელიც სხვადასხვა გზით თავს არიდებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის და ამ რეჟიმის დაცვისათვის აუცილებელი ვერიფიკაციის მექანიზმების დამტკიცებას.

ნახეთ მეტი
Back to top button