მთავარიპოლიტიკა

ტერორისტებზე კონტროლის დაკარგვა ბაქოს სხვა არჩევანს არ უტოვებს, გარდა იმისა , რომ პროგნოზირებადი მოვლენები წინასწარ სომხეთს მიაწეროს: ეუს

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური აბსურდულად მიიჩნევს აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას იმის შესახებ, რომ სომხეთის სპეცსამსახურები ამზადებენ ოპერაციებს აზერბაიჯანის დიდ ქალაქებში.

”ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ აზერბაიჯანის სპეცსამსახურების ავადმყოფურ  ბოდვას.  ამგვარი აბსურდული განცხადებების ინტერპრეტაცია შეუძლებელია, მაგრამ გავბედავთ ვივარაუდოთ, რომ ბაქოს სამხედრო-პოლიტიკური  ხელმძღვანელობის მიერ აზერბაიჯანში ჩაყვანილ  ჯიჰადისტ ტერორისტებზე, ექსტრემისტულ ტერორისტულ ჯგუფებსა და მათ აგენტებზე კონტროლის დაკარგვა ბაქოს  სხვა გამოსავალს არ უტოვებს და წინასწარგანსაჭვრეტელ უარყოფით განვითარებებს  წინასწარვე მიაწერს  სომხეთს.

  ეროვნული უსაფრთხოების სამსახური კიდევ ერთხელ პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ სომხეთის რესპუბლიკა არასოდეს არ უმზნებს აზერბაიჯანის მშვიდობიან მოსახლეობას, განსხვავებით ჩვენი მოწინააღმდეგეებისაგან, რომლებიც საათის წინ აბუჩად იგდებდნენ  უიარაღო სომეხ სამხედრო ტყვეებს.

ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ტერორისტული აქტი, ისევე როგორც აზერბაიჯანის მიერ ჩადენილი მუდმივი ტერორისტული აქტები,  მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაზე, ბავშვებზე, საავადმყოფოებზე, სამოქალაქო ობიექტებზე, ეკლესიაზეც კი   ̶   მიიღებს მკაცრ საერთაშორისო შეფასებას.  

სომხეთი საერთაშორისო ურთიერთობების პასუხისმგებელი მონაწილეა. დღეს სომხეთის სპეცსამსახურები მშვიდობისა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით ვალდებულნი არიან იბრძოლონ საერთაშორისო ტერორიზმისგან თავისუფალი რეგიონისთვის”.

ნახეთ მეტი
Back to top button