მთავარიპოლიტიკა

ჩვენი მიზანია საერთო გაგებით საზოგადოების შექმნა. ნიკოს დენდიასი სომხეთთან ანტითურქული კოალიციის შექმნის შესახებ

იმას, რასაც საბერძნეთი აკეთებს არის შექმნას საზოგადოება, რომელსაც საერთო გაგება ექნება ქვეყნებს შორის, როგორიცაა სომხეთი და საბერძნეთი, რომლებსაც აქვთ იგივე ღირებულებები – სტაბილურობა, მშვიდობა რეგიონში. ასეთი მოსაზრება გამოთქვა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს დენდიასმა დღეს საბერძნეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენციის დროს, რომლის დროსაც მან უპასუხა შეკითხვას სომხეთის შესაძლო ჩართულობაზე ანტი-თურქულ კოალიციაში.

ნიკოს დენდიასმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ურთიერთგაგება არ აღიქმება როგორც კოალიცია ვინმეს წინააღმდეგ. ”ურთიერთგაგებას, რომელშიც მონაწილეობენ  სხვა ქვეყნები – კვიპროსი, ეგვიპტს, არაბთა გაერთიანებული საემიროები- ჩვენ არ მივიჩნევთ ვინმეს წინააღმდეგ კოალიციას, ჩვენ ვართ მშვიდობისმოყვარე, მშვიდობის დამცველი ერების საზოგადოება, რომლებიც რეგიონში სტაბილურობის საყრდენები არიან”.

სიტყვით მიმართა რა თურქეთს, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ისინი ბედნიერები იქნებოდნენ, თუ თურქეთიც გაიზიარებდა იგივე ღირებულებებს. ”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ადრე თუ გვიან ჩვენთან ერთად თურქეთიც გაიზიარებს ამ ღირებულებებს და გახდება ამ საზოგადოების წევრი, ამ ურთიერთგაგების მონაწილე”, – თქვა დენდიასმა და აღნიშნა, რომ ახლა, როდესაც თურქეთი მოპირდაპირე მხარეს არის, ის დესტაბილიზაციას უწევს რეგიონს.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა დაამატა, რომ საბერძნეთის სომხეთთან მეგობრობა ემყარება სტაბილობასა და მშვიდობას.

ნახეთ მეტი
Back to top button