
აზერბაიჯანელმა დედებმა განცხადება გაავრცელეს აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან პასუხის მისაღებად, თუ რატომ მოკლეს მათი ვაჟები. ამის შესახებ ცნობას ავრცელებს TolishMedia.
”უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ მჩაგვრელი, კორუმპირებული დიქტატორული კლან- ხუნტის წინააღმდეგ, ვკითხოთ სად არიან ჩვენი მოწამეთა ცხედრები, რისი მიღწევა უნდოდა ჩვენს ქვეყანას ამ დღეებში და რას მიაღწია?” ამ კითხვებზე პასუხს არავინ გვაძლევს. ყველაფერი ტყუილია. რას ამბობს პრეზიდენტი? მისი თქმით, დაღუპულთა რიცხვი სახელმწიფო საიდუმლოებაა. ის გვიმალავს, ჩვენი ვაჟებიდან რომელი გარდაიცვალა ან, რომელი დაიღუპა. ჩვენი კითხვები არ უნდა დარჩეს უპასუხოდ.
ალიევი არაფერზე არ ფიქრობს, გარდა იმისა, თუ როგორ უნდა შეინარჩუნოს თავისი კორუმპირებული რეჟიმი ჩვენი ვაჟების სიცოცხლის ფასად. არ უნდა დავუშვათ ჩვენი შვილების მსხვერპლი.
დღეს ჩვენი ვალია ალიევს მოვთხოვოთ რეაგირება.
გავერთიანდეთ, არაფერმა არ უნდა შეგვიშლოს ხელი ალიევის კლანის დამხობაში, რომელიც ჩვენი შვილების სიცოცხლეს სწირავს და ყველას სიკვდილისკენ მიგვაქანებს”, – ნათქვამია განცხადებაში.