პოლიტიკა

აზერბაიჯანი დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალის, დაქირავებული ტერორისტების და კონტრაბანდის ტრანსპორტირებას ახდენს თავის ტერიტორიაზე: სომხეთის ეუს

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური ოფიციალურად უარყოფს აზერბაიჯანის მიერ ქვეყნის ხელმძღვანელის დონეზე გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს სხვადასხვა ქვეყნიდან სამოქალაქო თვითმფრინავებით საბრძოლო მასალების გადატანა ხდება სომხეთში.   წარმოგიდგენთ ეუს-ის  განცხადებას.

”ბოლო დღეებში აზერბაიჯანული მხარე, ქვეყნის მეთაურის დონეზე, აქტიურად ავრცელებს ამბებს სხვადასხვა ქვეყნის საჰაერო სივრცეებიდან  სომხეთის რესპუბლიკაში სამოქალაქო თვითმფრინავებით, იარაღისა და საბრძოლო მასალის გადმოტანის თაობაზე.

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური ოფიციალურად უარყოფს ინფორმაციას, რომელიც  აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის ავადმყოფური აზროვნების შედეგია.  

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანული მხარე ეწევა მზაკვრულ პრაქტიკას მნიშვნელოვანი რაოდენობით საბრძოლო მასალის გადაზიდვას მის ტერიტორიაზე, რასაც მოწმობს აზერბაიჯანული სატვირთო ავიაკომპანიის  Silk Way-ის  „ბოინგ“ – 747   და  „ილ- 76“ თვითმფრინავებით  შესრულებული რეისები  ქვეყნის სამხედრო აეროპორტებში. მაგალითად, რეგისტრირებულია ფრენა 2020 წლის 16 ოქტომბერს,  ბაქოდან ავღანეთის „ბაღრამის“  აეროპორტის მიმართულებით, ხოლო 2020 წლის 17 ოქტომბერს ფრენა ავღანეთის „ბაღრამის“  აეროპორტიდან „ლაშქარ გაჰის“  აეროპორტის მიმართულებით.  იგივე მარშრუტი დაგეგმილია 18 ოქტომბერს. ასევე არის შუალედური ფრენები ბაქოდან კანდაგარის აეროპორტამდე  და უკუ  ფრენები.

უფრო მეტიც, მსგავსი ფრენები შესრულდება 19 ოქტომბრის შემდეგაც.

გარდა ამისა, აღნიშნული ფრენების ნაწილი არ არის საერთაშორისო განრიგების სისტემაში, ზოგიერთ აეროპორტს არ აქვს საერთაშორისო კლასიფიკაცია.

ეს მონაცემები, რომლებიც ნათლად ასახავს ვითარებას, ადასტურებს, რომ თურქეთ-აზერბაიჯანულ-ტერორისტული ალიანსი ცდილობს გააფართოოს ტერორისტების და საბრძოლო მასალების ტრანსპორტირების  გეოგრაფია და საკუთარი უკანონო ქმედებები მიაწეროს  სომხურ მხარეს  მისი მავნე პრაქტიკის დაფარვის მიზნით,  შექმნას დაძაბულობა სხვადასხვა საერთაშორისო ურთიერთობებში.

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური, ოფიციალურად მიმართავს კომპეტენტურ საერთაშორისო სტრუქტურებს, მოუწოდებს არ აყვნენ  აზერბაიჯანის პროვოკაციებს, არ დაეყრდნონ  გავრცელებულ დეზინფორმაციას.

ამავე დროს, ჩვენ მოგიწოდებთ, შეისწავლოთ  ჩვენს მიერ მოწოდებული სანდო ინფორმაცია, საფუძვლიანად გადაამოწმოთ იგი, დააზუსტოთ აღნიშნულ რეისებზე აზერბაიჯანში სამხედრო ტვირთისა და მგზავრების გადაყვანის რეალური გარემოებები და მიზნები“.

ნახეთ მეტი
Back to top button