პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ფრანგულ გაზეთ Libération-თან ინტერვიუში თქვა, რომ ყარაბაღის საკითხს ერთი გამოსავალი აქვს: გამოყოფა გადარჩენისთვის, რასაც უწოდებენ remedial secession-ს. როგორც „არმენპრესს“ განუცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, რომ მან ხაზი გაუსვა, რომ სხვა ვარიანტი არ არსებობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სომხებს ემუქრება გენოციდი, ფიზიკური განადგურება და ეთნიკური წმენდა იმ ტერიტორიებზე, რომლებიც აზერბაიჯანის კონტროლს დაექვემდებარება.
Libération – ბატონო პრემიერ-მინისტრო, რატომ არ მოქმედებს ცეცხლის შეწყვეტა?
პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი – იმიტომ, რომ სინამდვილეში, აზერბაიჯანმა უარყო იგი. მიუხედავად იმისა, რომ განცხადება ერთობლივად იქნა მიღებული, აშკარაა, რომ თურქეთმა არ მისცა აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების უფლება. რადგან ჯერ კიდევ ცეცხლის შეწყვეტის საკითხის განხილვისას, თურქეთის პრეზიდენტმა საჯაროდ განაცხადა, რომ იმედოვნებს, რომ აზერბაიჯანი არ შეწყვეტს საბრძოლო მოქმედებებს. ამ კონტექსტში შეიძლება ხაზგასმით აღინიშნოს, რომ ეს ომი არ დაიწყებოდა თურქეთის ჩარევის გარეშე, რადგან თურქეთმა აზერბაიჯანს მოუწოდა შეტევაზე. თურქულმა ნაწილებმა მონაწილეობა მიიღეს შეტევაში. საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობენ მაღალი რანგის თურქი სამხედროები, სწორედ თურქეთმა გადაიყვანა დაქირავებული სამხედროები სირიიდან, ტერორისტები ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, ისინი ჩართო მთიან ყარაბაღზე თავდასხმაში.
და ეს შემთხვევითი არ ყოფილა. რადგან ეს ყველაფერი უნდა განიხილებოდეს თურქეთის მიერ გატარებული პოლიტიკის კონტექსტში, კერძოდ, ხმელთაშუა ზღვაში, სირიასთან, ერაყთან, ლიბიასთან, საბერძნეთსა და კვიპროსთან ურთიერთობებში. ეს არის ექსპანსიონისტურ-იმპერიული პოლიტიკა. თურქეთი სამხრეთ კავკასიაში დაბრუნდა სომხური გენოციდის პოლიტიკის გასაგრძელებლად. ამას იგი აკეთებს ძალიან კონკრეტული მიზნისთვის, რადგან სამხრეთ კავკასიის სომხები თურქეთისკენ მიმავალ უკანასკნელ დაბრკოლებას წარმოადგენს ჩრდილოეთით, აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით გაფართოების გასაგრძელებლად.
Libération – სომხეთის თავდაცვის მინისტრის სპიკერმა შუშან სტეფანიანმა 2020 წელს 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის არმიას ”ფრონტის ხაზზე აქვს საკმარისი სამხედრო სამიზნეები”. რატომ უნდა დაუმიზნოთ განჯას აზერბაიჯანში ცეცხლის შეწყვეტის დროს, რისკის ქვეშ დააყენოთ მშვიდობიანი მოსახლეობა?
პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი – თქვენ ამბობთ “ცეცხლის შეწყვეტის დროს”. ცეცხლის შეწყვეტა არ მომხდარა. პირიქით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დროს, სტეფანაკერტის სხვა დასახლებების დაბომბვა გაორმაგდა. და მინდა მხოლოდ ერთი ფაქტი მოვიყვანო. იმის გათვალისწინებით, რომ არანაირად, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების პრეზიდენტების განცხადებების შემდეგაც კი, სულ მცირე შეუძლებელია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, სახლების, სოფლების დაბომბვის შეჩერება, ყარაბაღის თავდაცვის არმიამ გადაწყვიტა რეაგირება მოახდინოს. და ამ პასუხის შემდეგ სტეფანაკერტს აღარ ბომბავს! ყოველ შემთხვევაში, მომდევნო დღეებში.
Libération – ესაა მიზეზი, რომ ბოლო ხანებში მოუწოდეთ მოხალისეებს ფრონტზე წასვლაზე?
პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი – დიახ. იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური ომი. ეს არის სომეხი ხალხის გენოციდის მცდელობა. სომეხმა ხალხმა თავად უნდა დაიცვას საკუთარი თავი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ერი, რომელსაც ემუქრება გენოციდი. ახლა, განსაკუთრებით ამ ვითარებაში, ჩვენ ვხედავთ, რომ ყარაბაღის საკითხს აქვს ერთი გამოსავალი: გამოყოფა გადარჩენისთვის. რასაც უწოდებენ remedial secession-ს. რადგან სხვა ვარიანტი არ არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სომხებს ემუქრებიან გენოციდი, ფიზიკური განადგურება და ეთნიკური წმენდა აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მყოფ ადგილებში.
Libération – რას ელით რუსეთისგან?
პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი – რუსეთი არის სომხეთის სტრატეგიული პარტნიორი და ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე. ჩვენი მოლოდინია, რომ რუსეთი გადადგამს უფრო აქტიურ და კონკრეტულ ნაბიჯებს აზერბაიჯანისა და თურქეთის მხრიდან ამ რეგიონში შეტევითი მოქმედებების შესაჩერებლად. მე ვფიქრობ, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფის სხვა თანათავმჯდომარეები და ზოგადად საერთაშორისო საზოგადოება უნდა დაეხმარონ მას ამ ძალისხმევაში.
Libération – რას ელით საფრანგეთისგან?
პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი – დაახლოებით იგივეს. რადგან რუსეთის ხელსაწყოები უფრო ხელმისაწვდომია ჩვენს რეგიონში, ვფიქრობ, საფრანგეთმა მხარი უნდა დაუჭიროს და ხელი შეუწყოს რუსეთს ამ ძალისხმევაში.
Libération – კონფლიქტის დაწყებიდან 30 წლის შემდეგ, ეთანხმება თუ არა სომხეთი მოლაპარაკებებს? რა პირობებში?
პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი – ჩვენ ეს შეთანხმება მივაღწიეთ მოსკოვში, იქ ის ნათლად არის აღწერილი. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისათვის. ეს რომ ყოფილიყო მხოლოდ ყარაბაღის საკითხი, მოლაპარაკებები უკვე დაწყებული იქნებოდა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ან ერთ-ერთი მათგანის შუამავლობით. რატომ არ იწყებენ? იმიტომ, რომ თურქეთი რეგიონის ხელახლა გადანაწილების და რეგიონში თავისი ზეგავვლენის დამყარების საკითხს წყვეტს.