
მრავალი ქალი განცხადებას წერს ფრონტზე გაგზავნის თხოვნით. ასეთ ინფორმაციას აქვეყნებს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი არწრუნ ჰოვანნისიანი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
„მას შემდეგ რაც მე განცხადება გავაკეთე, განუწყვეტელ წერილებს ვიღებ იმ გოგონებისგან, რომელთაც სურთ იარაღის აღება და საზღვრის დაცვა. არ მიკვირს, რადგან „ლეკვი ლომისა სწორა, ძუ იყოს თუნდაც ხვადია“: ჩვენს დებს აქვთ პატივი, ეს არის ჩვენი არსებობის გარანტი”, – წერს ჰოვანნისიანი.
მან თავის გვერდზე გამოაქვეყნა ბმულები, სადაც მიუთითებს ქალებზე, რომელთაც სურთ ჯარში გაწვევა.
შეგახსენებთ, რომ დილით ადრე არწრუნ ჰოვჰანნისიანმა გააკეთა ჩანაწერი, სადაც ყველას მოუწოდებდა შეუერთდნენ “ომს ჩვენი არსებობისთვის”.