მთავარიპოლიტიკა

საფრანგეთის მიერ არცახის აღიარების კანონპროექტი შეიძლება საეტაპო გახდეს სხვა ქვეყნებისათვის

უკვე ცნობილია, რომ საფრანგეთის ნაციონალური ასამბლეა განიხილავს კანონპროექტს არცახის  აღიარების შესახებ, რომელიც პარლამენტის ქვედა პალატაში იქნა წარდგენილი. კანონპროექტს პირველად ხელი მოაწერა სოციალისტური პარტიის წარმომადგენელმა ფრანსუა პუპონმა.

შაჰან განდაჰარიანის აზრით, შეიქმნა ხელსაყრელი იურიდიულ-პოლიტიკური საფუძველი არცახის  რესპუბლიკის აღიარებისათვის. მისივე თქმით, საფრანგეთი  სათავეში ჩაუდგა ანტი-თურქულ ღერძს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა საკმაოდ დაძაბულია, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის რეგიონში თურქეთის ხელყოფის გამო.

”საფრანგეთი წამყვანი ქვეყანაა ამგვარი ფენომენების შეკავების თვალსაზრისით და თანაც გააფრთხილა თურქეთი, რომ არ გადალახოს წითელი ხაზი. პარიზისა და ანკარას ინტერესები ურთიერთსეჯახება ლიბიის საკითხში. საფრანგეთი არის ევროკავშირის ერთ-ერთი ძლიერი და მთავარი ქვეყანა, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში, ნატოს წევრი, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი და ეს ყველაფერი მნიშვნელოვან როლს ასრულებს”, – თქვა ბეირუთის  გაზეთ „აზდაკის“  მთავარმა რედაქტორმა.

შაჰან განდაჰარიანის თანახმად, ის ფაქტი, რომ ისეთი ქვეყნის ეროვნული ასამბლეა, როგორიცაა საფრანგეთი განიხილავს არცახის  აღიარების შესახებ კანონპროექტს, შეიძლება საეტაპო იყოს სხვა ქვეყნებისთვის. ეს არის გზავნილი, რომ თურქული აგრესიის გაგრძელების შემთხვევაში, შეიძლება დაიწყოს არცახის  აღიარების საერთაშორისო პროცესი, რისთვისაც უკვე არსებობს წინაპირობები, რადგან ეს უკვე დაიწყო ცალკეული ევროპული ქალაქების დონეზე.

”საფრანგეთის ქალაქ ალფორტვილში უკვე აღიარებულია არცახის  დამოუკიდებლობა. თქვენ იცით, რომ იქ საშინელი ზეწოლა იყო ჯერ კიდევ არცახის  ომის დაწყებამდე. აზერბაიჯანი წლების განმავლობაში პრეტენზიებს გამოთქვამდა იმაზე, რომ საფრანგეთის ქალაქები თანამშრომლობდნენ არცახის ქალაქებთან, ხოლო ფრანგები იძულებულნი გახდნენ ზოგიერთ შემთხვევაში შეეცვალათ თანამშრომლობის ტერმინოლოგია. ახლა უკვე დაიწყო არცახის  აღიარების ცოცხალი პროცესი ევროპის ქალაქების დონეზე. ალფორვილმა შეცვალა მილანის საკრებულოს გადაწყვეტილება, რომელიც კონტინენტის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ქალაქია. ლუქსემბურგისა და ბელგიის პარლამენტებმა მიიღეს რეზოლუცია, სადაც დაგმობილია აგრესია არცახის წინააღმდეგ. ამ ყველაფერს ჯაჭვური რეაქცია ექნება”, – თქვა ბეირუთის გაზეთ ”აზდაკის ” მთავარმა რედაქტორმა.

ნახეთ მეტი
Back to top button