მთავარიპოლიტიკა

„სირცხვილი BBC-ის!“ – ლონდონის სომხები მოითხოვენ მთიანი ყარაბაღის თემების მიუკერძოებელ გაშუქებას

ლონდონში მყოფი  სომხები BBC TV -ის წინ პროტესტის აქციას მართავენ   ლონდონში მცხოვრები  სურენ სარუხანიანის თქმით, ისინი მოითხოვენ მთიანი ყარაბაღის თემების მიუკერძოებელ გაშუქებას.

“BBC, გვითხარი სიმართლე“,  “შეწყვიტეთ თურქული სიცრუის გავრცელება”, “სირცხვილი BBC- ის”,  “BBC – თურქული პროპაგანდა”. უკვე  საათზე მეტია,  ამგვარი ლოზუნგებით  სომხები ტელეკომპანიის შენობასთან არიან.

ისინი მოვიდნენ სომხური სამფეროვანი დროშით, საპროტესტო პლაკატებით:  “თურქეთო, გადი ნატოდან”,  “შენი დუმილი ჩვენი სიკვდილია”,  “შეაჩერე თურქეთ-აზერბაიჯანის აგრესია”,  “კოვიდი – 19, თურქეთი – 20 – ახალი პანდემია” და ა.შ. .

მომიტინგეები მღერიან პატრიოტულ სიმღერებს. აქციაში რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობს.

სურენ სარუხანიანის თქმით, ამ დემონსტრაციის შემდეგ სომხები გადავლენ ლონდონში თურქეთის საელჩოსთან, რათა შეუერთდნენ ბერძნების მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციას.

ნახეთ მეტი
Back to top button