მთავარიპოლიტიკა

სომეხი სამხედროები მოსკოვში გაგზავნეს აზერბაიჯანის დელეგაციასთან შესახვედრად. ბაქო შეხვედრას არ ესწრებოდა

,,Armradio.am” წერს, რომ რუსეთის ინიციატივით, სომხეთმა სამხედროები გაგზავნა მოსკოვში აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შესახვედრად მთიანი ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის კონტროლის მექანიზმის განსახილველად, მაგრამ ბაქომ ამაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ პარასკევ საღამოს განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის სპიკერმა მანე გევორგიანმა.

”ერევანმა დადებითად უპასუხა რუსეთის ინიციატივას და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები გაგზავნა მოსკოვში აზერბაიჯანულ მხარესთან შესახვედრად. ამასთან, ჩვენი ინფორმაციით, ბაქოს არ გაუგზავნია თავისი წარმომადგენლები შეხვედრაზე. ”ეს ნიშნავს, რომ ბაქო, ფაქტობრივად, უარყოფს მოსკოვში მიღწეულ შეთანხმებას და უარყოფს რუსეთის ინიციატივას”, – აღნიშა მან.

გევორგიანის თქმით, ”ერევანი მიიჩნევს, რომ თურქეთი აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს მოსკოვში ვიზიტის უფლებას არ აძლევს”.

ნახეთ მეტი
Back to top button