მთავარიპოლიტიკა

სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის ნებიმიერ ხელყოფაზე ადეკვატური პასუხი იქნება გაცემული: საგარეო საქმეთა სამინისტრო

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება აზერბაიჯანის მიერ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიის მიზანში ამოღების  შესახებ.

„16 ოქტომბერს, საღამოს, აზერბაიჯანმა კიდევ ერთხელ დაბომბა არცახის სამოქალაქო დასახლებები, მათ შორისაა არცახის  რესპუბლიკის დედაქალაქი სტეპანაკერტი. დაბომბვის შედეგად დაშავდა დასახლება შოშის  სამი სამოქალაქო პირი.

ამავდროულად, სომხეთის რესპუბლიკის საზენიტო თავდაცვის სისტემებმა დააფიქსირეს აზერბაიჯანული უპილოტოები  სომხეთის რესპუბლიკის სიუნიქის რეგიონის ხნაწახის, არწვანიკის, დავით ბეკის დასახლებების მიმართულებით, რის შედეგადაც დაიბომბა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე საათის წინ აზერბაიჯანულმა მხარემ გაავრცელა პროვოკაციული, აბსოლუტურად ცრუ ინფორმაცია სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ნახჭევანის ავტონომიური რესპუბლიკის ორდუბადის დასახლების დაბომბვის შესახებ. მათი ტრადიციული მუშაობის შესაბამისად, დეზინფორმაციის ამ ტალღას რეალური აგრესია მოჰყვა სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ.

მკაცრად ვგმობთ  აზერბაიჯანის დაუნდობელ  მცდელობებს, გააფართოვონ კონფლიქტის გეოგრაფია და ამით შეუქცევადი დარტყმა მიაყენონ უსაფრთხოების მთლიან რეგიონულ სისტემას. სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერი ხელყოფაზე  ადეკვატური  პასუხი იქნება გაცემული”, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button