მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანს გამიზნული ჰქონდა ხელსაყრელი პოზიციების დაკავება: თავდაცვის სამინისტრო

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევა განახორციელეს  სამხრეთის მიმართულებით ხელსაყრელი პოზიციების დასაკავებლად. ინფორმაციას გვაწვდის სომხეთის თავდაცვის სამინისტროს  სპიკერი შუშან სტეპანიანი.

”კიდევ ერთხელ დაირღვა  ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის ახალი შეთანხმება:  07:20 საათზე, აქტიური საარტილერიო სროლის შემდეგ, მოწინააღმდეგემ შეუტია სამხრეთ მიმართულებით (ხუდაფერინის წყალსაცავი) ხელსაყრელი პოზიციის დასაკავებლად. ორივე მხრიდან არის მსხვერპლი და დაჭრილი”, – წერს ის ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ხოდა აფარინი ანუ ხუდაფერინის წყალსაცავი არის ხელოვნური ტბა მდინარე არაქსზე, ირანისა და არცახის საზღვარზე. ის აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციიდან, ქალაქ კომარლუდან 8 კილომეტრითაა დაშორებული, ხოლო ჰადრუთის რაიონის სოფელ არაჯამუღიდან 30 კილომეტრითაა დაშორებული.

ამას წინათ, არცახის თავდაცვის არმიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის თავდასხმის შედეგად ორივე მხარეს  არის მსხვერპლი.

აღსანიშნავია, რომ გუშინ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ სომხეთის რესპუბლიკამ და აზერბაიჯანის რესპუბლიკამ გადაწყვიტეს ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა 18 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 00:00 საათზე.

ნახეთ მეტი
Back to top button