მთავარიპოლიტიკა

აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოებამ გადადგას პრაქტიკული ნაბიჯები, გამოიყენოს მთელი ინსტრუმენტარიუმი: არცახის საგარეო საქმეთა სამინისტრო

არცახის  რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა აზერბაიჯანულ-თურქული ძალების განუწყვეტელი თავდასხმების შესახებ არცახის მშვიდობიან მოსახლეობაზე.

”16 ოქტომბერს, 17 ოქტომბერს გამთენიისას, აზერბაიჯანულ-თურქულმა ძალებმა ინტენსიურად დაბომბეს არცახის  რესპუბლიკის დედაქალაქი  სტეპანაკერტი, აგრეთვე ქალაქი შუში და სხვა დასახლებები. მინიმუმ ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა სამოქალაქო ობიექტებზე განზრახ თავდასხმის შედეგად.

აზერბაიჯანულ-თურქული ძალების უწყვეტი შეტევები არცახის  რესპუბლიკის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, აგრეთვე შეტევა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მოწმობს თურქეთისა და აზერბაიჯანის მისწრაფებებს საომარი მოქმედებების მასშტაბის გაზრდისა და მათი ინტენსივობის გაზრდის შესახებ.

იმ დროს, როდესაც თურქეთი, აზერბაიჯანი, საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფებების ტრიო, ჯიუტად უარს  ამბობს ცეცხლის შეწყვეტის  ერთობლივი დეკლარაციის პირობების შესრულებაზე, რომელსაც მიიღეს სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 10 ოქტომბერს მოსკოვში და არ გაითვალისწინეს ცივილიზებული სამყაროს მოწოდებები  სისხლისღვრის შეჩერების შესახებ, საერთაშორისო საზოგადოება სიტყვებიდან უნდა გადავიდეს მოქმედებაზე, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა იარაღი, რომ შეაჩეროს აგრესია არ მოსახლეობის წინააღმდეგ.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ რეგიონში მშვიდობის აღდგენის ყველაზე ეფექტური არასამთავრობო სამხედრო საშუალებაა  არცახის  რესპუბლიკის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარება. ჩვენ მივმართეთ მსოფლიოს ყველა პარლამენტს, აღიარონ არცახის  დამოუკიდებლობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button