პოლიტიკა

თავდაცვის არმიის შენაერთებმა მოწინააღმდეგის 4 ტანკი გაანადგურეს

დასავლეთის მიმართულებით თავდაცვის არმიის შენაერთებმა მოწინააღმდეგის  4 ტანკი გაანადგურეს. ინფორმაციას გვაწვდის სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი შუშან სტეფნიანი.

”არცახისა  და ზერბაიჯანის კონფლიქტის ზონის სამხრეთ ნაწილში მტერი იყენებს დიდი რაოდენობით უპილოტოებს და არტილერიას”, – თქვა სპიკერმა.

ამ დილით არცახის თავდაცვის არმიამ განაცხადა, რომ დაახლოებით 07:20 საათზე, აქტიური საარტილერიო ცეცხლის შემდეგ, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევა დაიწყეს სამხრეთ მიმართულებით. ორივე მხრიდან არის მსხვერპლი და დაჭრილი.

აღსანიშნავია, რომ გუშინ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ სომხეთის რესპუბლიკამ და აზერბაიჯანის რესპუბლიკამ გადაწყვიტეს ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა 18 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 00:00 საათზე.

ნახეთ მეტი
Back to top button