
მიმდინარეობს ზოჰრაბ მნაცაკანიანის ვაშინგტონში ვიზიტის მოსამზადებლად საორგანიზაციო სამუშაოები. The Hill- ს განუცხადა ამერიკის შეერთებულ შტატებში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვარუჟან ნერსისიანმა.
ნერსისიანმა იმედი გამოთქვა, რომ მნაცაკანიანის ვიზიტი ამ თვეში გაიმართება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან.
ელჩმა განაცხადა, რომ ვიზიტის დეტალებს ოფიციალურად გამოაცხადებენ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი.
სხვათა შორის, შეხვედრა დაგეგმილია აშშ-სომხეთის ყოველწლიური სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში, მაგრამ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავების ფონზე, ის ახალ მნიშვნელობას იძენს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ WSB ტელეარხთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ სომხები შეძლებენ თავის დაცვას მთიან ყარაბაღში.