
00: 04-დან 02:45 საათამდე მტერმა ჩრდილოეთ მიმართულებით გაისროლა საარტილერიო ჭურვები, ხოლო სამხრეთ მიმართულებით – რაკეტები 02:20 საათიდან 02:45 საათამდე. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა შუშან სტეპანიანმა განაცხადა.
სომხეთის რესპუბლიკამ და აზერბაიჯანის რესპუბლიკამ მიიღეს გადაწყვეტილება ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 18 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 00:00 საათზე. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა როგორც გაგრძელება მინსკის ჯგუფის თნათავმჯდომარე ქვეყნების: საფრანგეთის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების მიერ 1 ოქტომბერს გაკეთებული განცხადების, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების 5 ოქტომბრის განცხადების და თანახმად 10 ოქტომბერს მოსკოვში მიღებული განცხადებისა.
სომხეთის არმიაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა 27 სექტემბერს. ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევიდა 10 ოქტომბერს, 12:00 საათზე, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ჩაატარეს დივერსიული ოპერაცია, დაბომბეს მშვიდობიანი დასახლებებიარცახში.
უნდა აღინიშნოს, რომ „Sputnik სომხეთთან“ საუბრისას, არცახის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ვაჰრამ პოღოსიანმა თქვა, რომ არცახის თავდაცვის არმია მზადაა ალყაშემორტყმულ აზერბაიჯანულ ჯარებს ჰუმანიტარული დერეფანი გაუხსნან , თუ აზერბაიჯანი დაიცავს ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის პიობებს, რომელიც უკვე შევიდა ძალაში.