
სტეპანაკერტში პრესკონფერენციის დროს, ბუნდესტაგის პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის” (AFD) დეპუტატმა შტაინ კოტერმა თქვა, რომ არცახში ფეხს იდგამს ახალი გენოციდი, თურქეთ-აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ცდილობენ არცახის მოსახლეობის განადგურებას, იუწყება პორტალი Orakarg.
„არცახის გარშემო სიტუაცია არ არის ადგილობრივი კონფლიქტი, არამედ დიდი ომი. ჩვენ ვცდილობთ, გამოსავალი ვიპოვოთ არცახისთვის. ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის რა ხდება. საკუთარი თვალით ვნახეთ, როგორ დაბომბეს შენობები და გამოიყენეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით აკრძალული იარაღი“.
მან არცახში განვითარებული მოვლენები შეაფასა, როგორც ” ტერორიზმი დრონებით”.
მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს ის, რაც სინამდვილეში ხდება მთიან ყარაბაღში და დაიწყოს მის წინააღმდეგ ზომების მიღება.
”ჩვენ ვგმობთ ამ სამხედრო აგრესიას. ის დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ამ მხრივ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია სანქციების დაწესება აზერბაიჯანისა და თურქეთის წინააღმდეგ ”, – დაასკვნა სტეინ კოტერმა.