
,,ადამიანის უფლებათა მონიტორინგის სირიის ცენტრი“ აცნობებს, რომ თურქეთმა სირიიდან დაქირავებულთა ახალი ჯგუფი გადაიყვანა აზერბაიჯანში.
როგორც “არმენპრესი” იტყობინება, ცენტრის ცნობით, ბოლო ჯგუფი შედგებოდა “ალ ჰამზატის” დივიზიის, “სულთან მურადის” და სხვა ჯგუფების 400-ზე მეტი დაქირავებული პირისგან. ისინი უფრო ადრე უნდა გადაეყვანათ აზერბაიჯანში მაგრამ სირიელი დაქირავებულების გადაყვანა შეჩერდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გამო. სირიელ დაქირავებულთა რიცხვმა უკვე მინიმუმ 2050-ს მიაღწია.
,,ადამიანის უფლებათა მონიტორინგის სირიის ცენტრი“-ს წყაროს თანახმად, ფრონტის ხაზზე მყოფი სირიელი დაქირავებულები მკაცრ ზეწოლას განიცდიან, ისინი სტრესში არიან, ზოგიერთმა მებრძოლმა უარი თქვა ბრძოლაზე, მათ ანაზღაურებაზე და დაბრუნდა სირიაში, გაექცა მიმდინარე სასტიკ ბრძოლებს.
”თურქეთის მიერ მხარდაჭერილ ჯგუფებში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა, რადგან ისინი ფრონტის ხაზებზე გაგზავნეს. გუშინდელი მონაცემებით, აზერბაიჯანში სომხური ძალების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული სირიელი ბოევიკების რაოდენობამ 143-ს მიაღწია. ”92 მათგანი ცხედარს სირიაში გადაასვენეს, დანარჩენები კი აზერბაიჯანში დარჩნენ”, – განაცხადა ,,ადამიანის უფლებათა მონიტორინგის სირიის ცენტრი“-მა.