მთავარიპოლიტიკა

მთიანი ყარაბაღი ყოველთვის იყო სომხების ქვეყანა. ფაშინიანმა კომენტარი გააკეთა თავის ცნობილ განცხადებაზე

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია “France-24”-ს, სადაც კომენტარი გააკეთა თავის ადრე გაკეთებულ განცხადებაზე: “არცახი სომხეთია და მორჩა”.

”და რატომ არის არცახი, მთიანი ყარაბაღი, სომხეთი?” თუ დღეს თქვენ იქნებით ყარაბაღში, ნახავთ მე-4, მე-5, მე-7, მე-10, მე-13 საუკუნეების სომხურ ეკლესიებს. პირველი სომხური სკოლა დაარსდა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის 80% ყოველთვის სომეხი იყო. “სომხეთი სომხების ქვეყანას ნიშნავს. მთიანი ყარაბაღი სომხების ქვეყანა იყო მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში”,-აღნიშნა ფაშინიანმა.

მან აღნიშნა ისიც, რომ უცხოურ მედიასა და საერთაშორისო პლატფორმებში მთიანი ყარაბაღის საკითხი წარმოდგენილია, როგორც ტერიტორიული დავა, მაგრამ, ეს ადამიანის უფლებების რეალიზაციის საკითხია, რადგან მთიანი ყარაბაღის სომხები არსებულ საფრთხეში არიან 1988 წლიდან.

ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში, როდესაც საბჭოთა აზერბაიჯანი დამოუკიდებელი გახდა საბჭოთა კავშირისგან, მთიანი ყარაბაღის ავტონომიურმა ოლქმა ისარგებლა საბჭოთა კანონმდებლობით, რომლის თანახმად, თუ საბჭოთა რესპუბლიკა დამოუკიდებლობას მოიპოვებდა, მის ავტონომიურ ოლქს შეეძლო გადაწყვეტილება მიეღო მისი სტატუსის შესახებ, და მიიღო დამოუკიდებლობის გამოცხადება.

”და დამოუკიდებლობის გამოცხადების პერიოდში დაიწყო სრული სამხედრო ოპერაციები მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ. დაბომბეს ქალაქები, სოფლები, დასახლებული პუნქტები, დაახლოებით 2 წლის განმავლობაში ხალხს არ ჰქონდა საკუთარ ბინაში ცხოვრების შესაძლებლობა. და რადგანაც არცერთი საერთაშორისო ძალა არ აჩერებდა ამ პროცესს, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობამ შექმნა თავდაცვის ძალები. თავდაცვის ძალების საქმიანობის შედეგად, ისინი უბრალოდ იძულებულნი გახდნენ შეეწყვიტათ დაბომბვები და სარაკეტო თავდასხმები”, – განმარტა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არავის უღიარებია ყარაბაღის დამოუკიდებლობა, ამიტომ ყარაბაღის ხალხის, სომეხი ხალხის ბრძოლა გრძელდება, რათა მთიანი ყარაბაღის ხალხს ჰქონდეს თავისი თვითგამორკვევის უფლების გამოყენების, რეალიზაციის შესაძლებლობა.

ნახეთ მეტი
Back to top button