
რუსეთი თურქ კოლეგებთან საუბრის დროს განიხილავს სირიიდან და ლიბიიდან ყარაბაღში საბრძოლველად გაგზავნილ დაქირავებულთა საკითხს. ,,რია ნოვოსტის“ ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ბოგდანოვის განცხადებით, მოსკოვი მიიჩნევს, რომ მათი მონაწილეობა მიუღებელია.
”დიახ, ჩვენ განვიხილავთ ყველა საკითხს”, – აღნიშნა ბოგდანოვმა შესაბამის კითხვაზე პასუხის გაცემისას.
კითხვაზე, გამოხატავს თუ არა მოსკოვი პოზიციას კონსულტაციების დროს, რომ დაქირავებული სამხედროების მონაწილეობა მთიან ყარაბაღში საომარ მოქმედებებში მიუღებელია, ბოგდანოვმა ხაზგასმით აღნიშნა – “რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. “
მანამდე ცნობილი გახდა, რომ თურქეთმა ჩრდილოეთ სირიიდან აზერბაიჯანში გაგზავნა დაქირავებული სამხედროები აზერბაიჯანისა და სომხეთის წინააღმდეგ გამოსაყენებლად. არსებობს ინფორმაცია, რომ მათ საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის 1,5-2 ათასი დოლარი გადაუხადეს. ეს ინფორმაცია დაადასტურეს არა მხოლოდ სომხეთის და ყარაბაღის ხელისუფლებამ, საერთაშორისო მედიამ და უცხოელმა ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა, არამედ სირიის, საფრანგეთის, რუსეთის, აშშ-ს და სხვა ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლებმაც.