მთავარიპოლიტიკა

ნატოდან თურქეთის გარიცხვის შესახებ რეზოლუცია წარედგინა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატას

,,სპუტნიკი სომხეთი” წერს, რომ ამერიკის სომხეთის ეროვნული კომიტეტი (ANCA) იუწყება, რომ რესპუბლიკელმა თალსი გაბარდმა წარმომადგენელთა პალატას  წარუდგინა რეზოლუცია, თურქეთის ნატოდან გარიცხვის მოთხოვნით.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ანკარა ღიად უწევს სამხედრო დახმარებას აზერბაიჯანს საომარ მოქმედებებში. უფრო მეტიც, აღნიშნულია, რომ არცახის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, თურქეთი აზერბაიჯანს აწვდის ტერორისტებს, რომლებიც ასოცირდება “ალ-ქაიდასთან” და “ისლამურ სახელმწიფოსთან”.

ასევე  მოხსენიება გაკეთდა თურქულ F-16 გამანადგურებელზე, რომელსაც აზერბაიჯანი იყენებდა როგორც სომხეთის, ასევე არცახის მიმართულებით.

”და თურქეთი ამ ყველაფერს აკეთებს იმ შემთხვევაში, როდესაც ნატო მოუწოდებს მხარეებს შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და საკითხი მოლაპარაკებებით გადაწყვიტონ”, – ნათქვამია რეზოლუციაში.

ინიციატივის ავტორებმა ასევე აღნიშნეს, რომ კანადამ თურქეთისთვის იარაღის გაყიდვის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, იმის გამო, რომ იგი უშუალოდ მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში, მაგრამ თურქეთმა თავისი უკმაყოფილება გამოხატა ნატოს ქვეყნებს შორის შეთანხმებების მოტივაციით.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის საბრძოლო მოქმედებებში თურქეთის უშუალო მონაწილეობის გამო სომხეთში თურქული წარმოშობის საქონლის  შემოტანის დროებითი აკრძალვის პროექტი წარედგინა საზოგადოებრიოვ განხილვას. მისი მიღების შემთხვევაში, იგი ძალაში შევა 2020 წლის 31 დეკემბერს და მოქმედებს ექვსი თვის განმავლობაში, რაც, სხვათა შორის, მომავალშიც შეიძლება გაგრძელდეს.

ნახეთ მეტი
Back to top button