მთავარიპოლიტიკა

პარიზში სომხების საპროტესტო აქციაში 20 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა: ვიდეო

დიდი საპროტესტო აქცია   გაიმართა  საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში. არაცხის მხარდამჭერი 20 000-მდე დემონსტრანტი შეიკრიბა საფრანგეთის პარლამენტის წინ. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს „სპუტნიკი არმენია“.

ფრანგულ-სომხური საზოგადოების წარმომადგენელმა, ლიონის მკვიდრმა არმინე სარგსიან-კეპეკიანმა „სპუტნიკ არმენიას„ კორესპოდენტთან საუბრისას თქვა, რომ მშვიდობიან აქციაში სომხების გარდა მონაწილეობენ  სხვადასხვა ერების წარმომადგენლებიც. 

ტრანსპარანტებზე წარწერილია  „ვაღიაროთ  არცახის დამოუკიდებლობა“,  „დავგმოთ თურქეთ-აზერბაიჯანის აგრესია“ და სხვა.  ცალკე პლაკატით  დაგმობილი იქნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომელიც ნეიტრალიტეტისაკენ მოუწოდებდა.

აქციის მონაწილეები საფრანგეთში აზერბაიჯანის საელჩოსკენ გაემართნენ .

აღსანიშნავია, რომ მასობრივი საპროტესტო აქცია ორგანიზებული იყო საფრანგეთის სომხური ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს თანათავმჯდომარის მურად ფაფაზიანის მიერ.

ნახეთ მეტი
Back to top button