მთავარიპოლიტიკა

სომხები ბოლო დაბრკოლებაა, რომელიც თურქეთს გზაზე ეღობება: ფაშინიანის ინტერვიუ “France-24” – თან

სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ტელეკომპანია France-24- სთან ინტერვიუში, თურქეთის კონფლიქტში მონაწილეობის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას, განაცხადა, რომ ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, უკვე აღიარეს, რომ თურქეთი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს. მანვე მოახდინა ამ საომარი მოქმედებების პროვოცირება.

„საერთაშორისო საზოგადოების ბევრმა წარმომადგენელმა, მათ შორის რუსეთმა, ირანმა, საფრანგეთმა და სხვებმა, დაადასტურეს, რომ თურქეთმა მთიანი ყარაბაღის შეტევაზე სირიიდან დაქირავებული სამხედროები გადაიყვანა აზერბაიჯანში. მე ნათლად ვამბობ, დიახ, თურქეთი 100 წლის შემდეგ დაბრუნდა სამხრეთ კავკასიაში, რათა კვლავ  განაგრძოს გენოციდის პოლიტიკა სომხების წინააღმდეგ.   მას აქვს ძალიან სპეციფიკური პრაგმატული მიზანი  და სამხრეთ კავკასიის სომხები ბოლო დაბრკოლებაა რომელიც  თურქეთს  გზაზე ეღობება ექსპანსიონისტური პოლიტიკის გასავრცელებლად  ჩრდილოეთით, აღმოსავლეთით და სამხრეთით”, – თქვა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ მინისტრმა ურჩია საერთაშორისო საზოგადოებას თურქეთის ამჟამინდელი ქცევა  განიხილონ ხმელთაშუა ზღვის, სირიის, ერაყის, საბერძნეთის და კვიპროსის ურთიერთობებში მის მიერ წარმოებული პოლიტიკის  კონტექსტში. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ის კიდევ ერთხელ იმეორებს  რომ თუ ეს ფაქტი სათანადოდ არ იქნა შეფასებული, ევროპა უნდა დაელოდოს თურქეთს ვენის კარიბჭესთან.

როგორც პრობლემის გადაჭრის შესაძლო გარემოება, სომხეთის პრემიერ-მინისტრი  მიიჩნევს რეზოლუციის   “გამოყოფა ხსნისთვის” გამოყენებას  და მთიანი ყარაბაღის  დამოუკიდებლობის აღიარებას.

”საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა აღიაროს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა. სხვათა შორის, მოხარული ვარ, რომ ევროპაში ეს პროცესი დაიწყო ადგილობრივი თვითმმართველობის, საკრებულოების დონეზე და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ის ტალღასავით გავრცელდება”, – თქვა მან.

რაც შეეხება სომხური მხარის მზადყოფნას კომპრომისზე წასვლისთვის, ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ ის ცდილობდა კომპრომისის შეთავაზებას, მაგრამ მოლაპარაკებების დროს გაირკვა, რომ აზერბაიჯანს, ახლა უკვე თურქეთს, არ სურს უარი თქვას გენოციდის პოლიტიკაზე.

”აზერბაიჯანმა, ახლა თურქეთისა და  ტერორისტების მხარდაჭერით, მიზნად დაისახა   მთიანი ყარაბაღის სომეხთა  გენოციდი” – თქვა ფაშინიანმა.  თუ ვინმე ფიქრობს, რომ სომხურმა მხარემ ცალმხრივი დათმობები უნდა გააკეთოს, ეს სომხური მხარის კაპიტულაციას ნიშნავს ”.   ეს საკითხის გადაჭრა არ არის.  მე შევთავაზე,  რომ პრობლემის გადაჭრის  ფორმულა კონცეპტუალურ დონეზეგაგვეხილა. მე ვთქვი, რომ მთიანი ყარაბაღის საკითხის ნებისმიერი გადაწყვეტა მისაღები უნდა იყოს სომხეთის ხალხისთვის, მთიანი ყარაბაღის ხალხისთვის, აზერბაიჯანის ხალხისთვის“.

თუმცა, როგორც ფაშინიანი ამბობს  აზერბაიჯანს ნამდვილად არ სურს მოლაპარაკება, ის აგრძელებს თავის პოზიციას და აცხადებს, რომ საკითხის გადაწყვეტა მისაღები უნდა იყოს მხოლოდ აზერბაიჯანის ხალხისთვის, რაც, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ მთიან ყარაბაღი უნდა გაიწმინდოს ეთნიკური სომხებისაგან.

ნახეთ მეტი
Back to top button