მთავარიპოლიტიკა

სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან შესახვედრად

,,Armradio.am” წერს, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალევი შეეხნენ მოსკოვში რუსეთის შუამავლობით შეხვედრისთვის მზადყოფნის საკითხს.

რუსული მედიის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანმა და ილჰამ ალიევმა განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან შეხვდნენ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების გზების მოსაძიებლად.

ნიკოლ ფაშინიანი ”ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით. სამწუხაროდ, სწორედ აზერბაიჯანი არ ეთანხმება ამ მოსაზრებას. ჩვენი პოზიციაა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით. თუ მეორე მხარე არ არის მზად კომპრომისზე წასვლისთვის, ჩვენ მზად ვართ ბოლომდე ვიბრძოლოთ მთიანი ყარაბაღში ჩვენი ხალხის, ჩვენი თანამემამულეების უფლებებისთვის. ეს არის სომხეთის მთავრობის, სომხეთის ხალხის, სომხური დიასპორის პოზიცია. და ვფიქრობ, ეს არის პატიოსანი და კონსტრუქციული პოზიცია. ”

ილჰამ ალიევი․ “ჩვენ ყოველთვის მზად ვართ შევხვდეთ მოსკოვში, ყველა სხვა ქალაქში, რომ დავასრულოთ დაპირისპირება, მოვიძიოთ მოგვარების გზები.”

ნახეთ მეტი
Back to top button