პოლიტიკა

ტრამპმა მიტინგზე ისაუბრა სომხების შესახებ

,,Armradio.am” წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სომხებზეც ისაუბრა ნევადას შტატის ქალაქ ქერსონში გამართულ მიტინგზე, როდესაც შეკრებილ ხალხში შენიშნა სომხური დროშებით ამერიკელი სომხები.

”სომხები კარგი ხალხია, მათ უყვართ თავიანთი ქვეყანა, სხვათა შორის, ისინი ასევე შესანიშნავი ბიზნესმენები არიან. როდესაც მოდიოდი, ბევრი სომეხი დავინახე, რომლებიც გზაზე იდგნენ ლამაზი დროშებით. მე მშურს თქვენი სულის, სომხებს ძლიერი სული აქვთ თავიანთი ქვეყნის მიმართ. ჩვენ ვიმუშავებთ რამდენიმე მიმართულებით”, – აღნიშნა მან.

მანამდე ათასობით ამერიკელი სომეხი შეიკრიბა კალიფორნიის ნიუპორტ ბიჩის ქუჩაზე,  პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის თავიანთი პროტესტის გამოსახატავად. ტრამპი იქ ჩამოვიდა კერძო შემოწირულობებში მონაწილეობის მიზნით.

ნახეთ მეტი
Back to top button