
არცახის საგარეო საქმეთა მინისტრმა მასის მაილიანმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სომხეთისა და აზერბაიჯანის ომბუდსმენებთან ერთად მიიღო მონაწილეობა ერევანში გამართულ შეხვედრაში, რომელსაც ესწრებოდნენ სომხეთში აკრედიტირებული ელჩები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრის დროს, მასის მაილიანმა ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო საომარ ვითარებაში არცახის პოზიცია, არცახის აღიარების აუცილებლობა, როგორც ომისა და უსაფრთხოების დასრულების მთავარი გარანტი, აგრეთვე ისაუბრა იმ საშიშროებებზე, რომელიც სესაძლებელია სეიქმნას საერთაშორისო საზოგადოების ნეიტრალიტეტის ფონზე.
ერევანში შეხვედრა საკმაოდ საინტერესო იყო, უპირველს ყოვლისა, როგორც ფაქტი. ის სეიძლება მიჩნეული იქნას, როგორც არცახის აღიარების უნიკალური აქტი, როდესაც სომხეთში აკრედიტებული დიპლომატები რთი მაგიდის ირგვლივ უსმენენ არცახსი რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს.
არცახის აღიარება არა მხოლოდ არცახის მოსახლეობის, სომხეთის სახელმწიფოებრიობის, არამედ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხიცაა.
პრაქტიკულად, რას აკეთებს თურქეთი კავკასიაში თავმოხვეული ომით? ის რასაც თურქეთი აკეთებს, არის საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემების დარღვევა. ანკარა თავისი პოლიტიკით და არა მხოლოდ კავკასიაში, ფაქტობრივად აცხადებს, რომ არ ცნობს საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემას.
ამიტომ, თურქეთის სამიზნედ გამხდარი არცახის აღიარება საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის დაცვის მთავარი აუცილებლობა ხდება.