მთავარიპოლიტიკა

ისინი ქმნიან ნაყოფიერ ნიადაგს შემდგომი სისასტიკისა და ველურობისათვის: სრ ომბუნდსმენდი

არცახისა და სომხეთის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო ოპერაციების შემდეგ, სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველის აპარატმა დაადგინა სამი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელზეც აქტიურად მუშაობენ. ინფორმაცია სომხეთის სახალხო დამცველმა არმან თათოიანმა წარმოადგინა პარლამენტის ეკონომიკური კომიტეტის სხდომაზე.

მისი თქმით, პირველი ფაქტი ის არის, რომ არცახის წინააღმდეგ გამოიყენება შეიარაღებულ ტერორისტები. მეორე არის ის, რომ ისინი სისასტიკეს, საომარ დანაშაულებს სჩადიან და მესამე კი – ისინი  თავად აცხადებენ ვიდეოებში, რომ ეს ქმედებები გაგრძელდება სხვა ქვეყნებშიც.

”ეს არის ის  მნიშვნელოვანი გარემოებები, რომლებიც უნდა იქნას გატვალსიწინებული“, – თქვა თათოიანმა და დასძინა, რომ დიდი ყურადღება ექცევა სიძულვილის ენის დიდ მოცულობას, რომელიც მთელი დღის განმავლობაში თან ახლავს მთელ პროცესს.

თათოიანი ხაზს უსვამს იმას, რომ აზერბაიჯანში ყოველთვის არსებობდა ანტი-არმენიზმი რომელიც მაღალი მხარდაჭერით სარგებლობს სახელმწიფო დონეზე. მისი თქმით, ამ შეიარაღებული თავდასხმის დროს აზერბაიჯანულ-თურქული წყაროებიდან გავრცელებული სიძულვილის სიტყვა უფრო ორგანიზებული გახდა.

სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველი ხაზს უსვამს, რომ ყველა აღნიშნული ფაქტორი უნდა განიხილებოდეს  ერთი ჯაჭვის რგოლებად.  ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ ლაპარაკია ეთნიკური წმენდის პოლიტიკაზე, ტერორისტული მეთოდების წახალისებაზე სომხეთისა და არცახის  მოსახლეობის წინააღმდეგ.

თათოიანის თქმით, დიდი რაოდენობით დეზინფორმაცია ვრცელდება აზერბაიჯანის ადამიანის უფლებათა დამცველის დონეზე. მაგალითად, იგი აღნიშნავს, რომ მას დაუკავშირდნენ ომბუდსმენები  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და გამოხატეს შეშფოთება მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის გამო, აღნიშნა, რომ ისინი მხარს უჭერენ სომხეთსა და არცახში   აზერბაიჯანის მიერ განხორციელებულ ქმედებებს.

„როგორც ჩანს, ზოგიერთმა მათგანმა ეტყობა მიმართა აზერბაიჯანის ომბუდსმენს, როგორც ამას პარტნიორობის წესი მოითხოვს. რა ქნა მან? მან ეს ყველაფერი აიღო, გამოაქვეყნა თავის ვებგვერდზე და აღნიშნა, რომ ასეთი ომბუდსმენები მხარს უჭერენ აზერბაიჯანს  სომხეთის წინააღმდეგ საოკუპაციო პოლიტიკაში.

ტატოიანი ყურადღებას ამახვილებს ჟურნალისტებზე, აღნიშანვს, რომ „ზინუჟის” ჟურნალისტებს სულ სხვა სტატუსი აქვთ, ისინი განსხვავდებიან ჩვეულებრივი, სამოქალაქო ჟურნალისტებისგან. აზერბაიჯანმა ეს კარგად იცის, მაგრამ ისინი შემთხვევას არ უშვებენ და ინფორმაციას დამახინჯებულად წარმოგვიდგენენ.

სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველი ხაზს უსვამს, რომ ისინი აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ მოწინააღმდეგემ არ გააყალბოს ფაქტები.

ნახეთ მეტი
Back to top button