მთავარიპოლიტიკა

ლაპშინი ყალბი აზერბაიჯანული ვიდეოების შესახებ

ბლოგერი ალექსანდრე ლაპშინი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს ყალბი აზერბაიჯანული ვიდეოების შესახებ.

„ განთავისუფლებულ“ ჰადრუთში, მარტუნში და   ჯაბრაილში  აზერბაიჯანელი  ჯარისკაცების მიერ გადაღებული ვიდეოს ყურებისას  გაირკვა,  რომ სომხები იყენებენ არაბულ დამწერლობას, ხოლო სირიის ეროვნული ბანკი მუშაობს მარტუნში, არაბული დამწერლობის მიხედვით ჩანს, რომ  რატომღაც, ეს არის ბანკის ჰალეპის ფილიალი.

აზერბაიჯანული ვიდეოებიდან ასევე გავიგე, რომ თურმე მანქანების სანომრე ნიშნები ყარაბაღში არის უკრაინული “UA”,  მათ გარშემო მიდამო დონეცკის მსგავსია. ვნახე და გამიხარდა კიდევაც,  რომ ზოდის უღელტეხილზე, რომელიც სავარაუდოდ აზერბაიჯანმა დაიპყრო, გაუვალი  ფიჭვის ტყე ჩანდა. იქ მხოლოდ ერთი წლის წინ ვიყავი. ეს სასწაულია, როგორ დაიფარა ერთ წელში შიშველი ქანები ფიჭვის ხშირი  ტყით.

მჯერა, რომ აზერბაიჯანის  სპეციალური დანიშნულების რაზმი „იაშმა“  მალე  გამოაქვეყნებს სტეფანაკერტში გადაღებულ სურათებს, საიდანაც ჩვენ გავიგებთ, რომ სტეფანაკერტი არის  ზღვისპირას მდებარე   საკურორტო ქალაქი, რომელიც   სუმგაითს მოგვაგონებს“.

ნახეთ მეტი
Back to top button