მთავარიპოლიტიკა

პუტინმა და მაკრონმა განიხილეს მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარება

რუსეთის, საფრანგეთის პრეზიდენტებმა, ვლადიმერ პუტინმა და ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

კრემლის განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეებმა დეტალურად განიხილეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში არსებული  ვითარება.

პუტინმა გააცნო რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები საომარი მოქმედებების შემდგომი ესკალაციის აღსაკვეთად და მოლაპარაკებების რაც შეიძლება მალე განახლებისთვის. ორივე პრეზიდენტმა ხაზი გაუსვეს, რომ მეტად დიდი მნიშვნელობა ენიჭება 10-17 ოქტომბერს  მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებების შენარჩუნებას.

რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა მიაღწიეს შეთანხმებას მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებაზე, რომ ითანამშრომლონ გაეროს უსაფრთხოების საბჭოსთან და სხვა დონეებზეც.

ნახეთ მეტი
Back to top button