
ომის დროს, არცახის თავდაცვის არმიამ ჩამოაგდო „ბაირაქტარის“ დაახლოებით ათეული თურქული უპილოტო. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ავრცელებს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
„არცერთი დაზიანებული მოწყობილობა არ დაცემულა თავდაცვის არმიის კონტროლის ქვეშ მყოფ ადგილებში”, – წერს ფაშინიანი.
პრემიერ მინისტრი ასევე აცხადებს, რომ სომხური მხარის ხელში აღმოჩნდა “ბაირაქტარის” ფრაგმენტები, საიდანაც აშკარა ხდება, რომ იგი სექტემბერში დამზადდა, ხოლო მისი უთანამედროვესი კამერა – ივნისში, კანადაში.
„რითაა ეს ფაქტი მნიშვნელოვანი? ეს ფაქტი ადასტურებს თურქეთის უშუალო მონაწილეობას არაცხის წინააღმდეგ ტერორისტულ ომში და მის მომზადებაში. იმ ქვეყნებმა, რომლებიც „ბაირაქტარისთვის“ საჭირო მოწყობილობებით ამარაგებენ თურქეთს, ამ ფაქტის გამო, უნდა მიბაძონ კანადის მაგალითს და შეაჩერონ შემდგომი მიწოდება”, – წერს ფაშინიანი.