
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არწრუნ ჰოვანისიანმა საზოგადოებრივ ტელევიზიაში ფრონტის წინა ხაზის ვითარება მიმოიხილა.
ორი არმიის შედარებისას, ჰოვანისიანმა აღნიშნა, რომ შეტევის ზოგიერთ ნაწილში აზერბაიჯანული ჯარები თორმეტჯერ მეტი იყვნენ, ვიდრე მათ წინ მდგომი სომხები.
– თორმეტჯერ მეტი, გესმით რა არის ეს? ასეთი რამ თითქმის არასოდეს ყოფილა ომის ისტორიაში ან ძალიან იშვიათი ყოფილა. ამის მიუხედავად, პირველი შვიდი დღის განმავლობაში მათ ვერ შეძლეს წინსვლა და დარჩენილი ოცი დღის განმავლობაში დღეში მხოლოდ 1-2 კმ-ით დაწინაურდნენ“, – თქვა ჰოვანისიანმა.
მან აღნიშნა, რომ მტრის არმია არა მხოლოდ სომხურს რაოდენობით აჭარბებს, არამედ სახედრო ტექნიკითაც.
”არცახის წინააღმდეგ ახლა ისეთ აღჭურვილობას იყენებენ, რომელსაც ზესახელმწიფოები იყენებენ. მტერს ჰყავს მაღალი ტექნოლოგიების მქონე არმია, ჩვენ ეს არასდროს არ დაგვიმალავს, მაგრამ ამასთანავე ის გარღვევას ვერ ახერხებს. ათი ათასი ჯარისკაცისაგან შემდგარი რაზმი, ასი ტანკი, სამასი საარტილერიო დანაყოფი, სპეცმებრძოლები კლასიკური გაგებით… წარმოგიდენიათ? მაგრამ მაინც ვერ არღვევს და ვერ მიდის წინ“- თქვა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.
რაც შეეხება აზერბაიჯანის არმიის საჰაერო შეტევის საშუალებებს, არწრუნ ჰოვანისიანმა აღნიშნა:
”მოხდა ისე, რომ ერთდროულად ათასზე მეტი საფრენი მოწყობილობა გამოემართა ჩვენი მიმართულებით – უპილოტოები, რაკეტები. ხოლო საზენიტო მოწყობილობებს შეუძლიათ ერთდროულად ორი უპილოტოს ჩამოგდება. ფიზიკაც უპილოტოს მხარეზეა, ისინი პატარებია, სწრაფად მოძრავნი და ბევრი. ამიტომ, როდესაც ვამბობ, რომ ჩვენი ბიჭები და ჩვენი ჯარი საგმირო საქმეებს აკეთებენ, ეს არ არის ცარიელი სიტყვები, ვისაც სამხედრო საქმე ესმის, ის კარგად გაიგებს ”, – თქვა ჰოვანისიანმა
მისივე თქმით, ყარაბაღში ომი შეიძლება შედარებული იქნას ერაყის წინააღმდეგ შეერთებული შტატების ოპერაციას.სადაც ასე ძლიერად იბრძვიან, ვერ შეძლეს წინსვლა. ”მარცხენა ფრთას მდინარე არაქსი იცავს, ეს მათ სასარგებლოდ უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა, როგორც კი მარჯვნივ შემოუხვიეს, ცხვირი გავუტეხეთ”, – თქვა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.