
,,Armradio.am” წერს, რომ დღეს, სრ პრეზიდენტი არმენ სარგსიანი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პრეზიდენტ სარგსიანის შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელთან, ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან და სხვა მაღალჩინოსნებთან.
შეხვედრები გაიმართება პრეზიდენტ სარგსიანის ინიციატივით.
სომხეთის პრეზიდენტი გეგმავს ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებთან განიხილოს აზერბაიჯანის მიერ არცახის რესპუბლიკის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესია, მასში თურქეთის ღიად მონაწილეობა და სომხეთის რესპუბლიკის სასაზღვრო დასახლებების აზერბაიჯანის დაბომბვის ფაქტები.
მოსალოდნელია, რომ ნატოს ხელმძღვანელობა და ევროპული სტრუქტურები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ შეაჩერონ საომარი მოქმედებები აზერბაიჯანსა და ნატოს წევრ თურქეთს შორის, რაც ხელს შეუწყობს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებების შესრულებას.