მთავარიპოლიტიკა

სამხრეთით შეუპოვარი ბრძოლები გრძელდება. ჰოვჰანნისიანმა ახსნა რატომ

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არწრუნ ჰოვჰანნისიანმა საზოგადოებრივ ტელეეთერში განმარტა, ყველაზე შეუპოვარი ბრძოლები თუ რატომ მიმდინარეობს სამხრეთის მიმართულებით.

”სამი დღის განმავლობაში ჩრდილოეთში აზერბაიჯანელები ემზადებოდნენ ძლიერი შეტევისთვის. 700-800 ბოევიკით  წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს ეს რიცხვი, მათ სცადეს შეტევა “ვაჰეს” პოზიციაზე, მაგრამ უკუვაგდეთ, გავანადგურეთ, დატოვეს 200 ცხედარი და გაიქცნენ. ჩრდილოეთით, ჩვენი დაცვა ძალიან კარგადაა ორგანიზებული, მთიანი რელიეფი ძალიან მოსახერხებელია ჩვენთვის. ამდენი მსხვერპლის შემდეგ, მათ გადაწყვიტეს თავიანთი ძალების კონცენტრირება ერთი მიმართულებით, სამხრეთით, სადაც უფრო დაბლობია”, – აღნიშნა ჰოვჰანნისიანმა.

გარდა ამისა, სამხრეთით მარცხნიდან მიედინება მდინარე არაქსი, რაც აზერბაიჯანული ჯარისთვის შესაძლოა მოჩვენებით სასარგებლო ყოფილიყო. მეორეს მხრივ, დღეს ისინი ალყაში მოექცნენ კოვსაქანში სწორედ ამ მდინარის გამო.

”ახლა ჩვენ კონტრშეტევა დავიწყეთ სამხრეთის მიმართულებით. დიახ, ჩვენ დავწინაურდით. რამდენიმე მეთაურმა დამირეკა და მითხრა. ამ მომენტისთვის არ შემიძლია იმის თქმა, თუ რამდენით უკუვაგდეთ მტერი, მაგრამ ახლაც ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს სამხრეთის მიმართულებით. ”ბუნებრივია, ჩვენ ერთი წარმატებული ოპერაციით რასაკვირველია აზერბაიჯანის ხერხემალი მთლიანად არ გავტეხეთ”, – აღნიშნა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

მან ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ მტერს მათი სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები არ მიაქვს.

”მიზეზი ერთია, რომ მათ არ სურთ იცოდნენ რამდენი მსხვერპლი აქვს მათ ქვეყანას. ეს არ არის მხოლოდ მსხვერპლი, რომლებიც ლპებიან ჭაობებში და იქცევიან ცხოველების საკვებად. ”მათი ცოცხალი და დაჭრილი სამხედროებიც რჩებიან, სისხლიდან იცლებიან და იღუპებიან”, – აღნიშნა ჰოვჰანნისიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button