პოლიტიკა

უეფამ აკრძალა ტურნირების თამაშების ჩატარება სომხეთსა და აზერბაიჯანში

,,Sports.news.am” წერს, რომ ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირმა (უეფამ) განუსაზღვრელი ვადით  შეაჩერა მისი ეგიდით საკლუბო და ეროვნული გუნდის მატჩების ჩატარება სომხეთსა და აზერბაიჯანში, ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე.

გადაწყვეტილება უკავშირდება არცახში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებს. ორი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ უნდა წარმოადგინოს მათი გუნდების საშინაო მატჩების ალტერნატიული ადგილი.

უეფა თვალყურს ადევნებს მოვლენებს. აღინიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არ ეხება მომავალი წლის ზაფხულში ბაქოში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურის ოთხ მატჩს.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის ნაკრებს ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან საპასუხო მატჩი 18 ნოემბერს უნდა გაემართა ერევანში.

ნახეთ მეტი
Back to top button