მთავარიპოლიტიკა

ყარაბაღის კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრა არ არსებობს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

ყარაბაღის კონფლიქტი არ გადაიჭრება სამხედრო გზით. მხარეებმა უნდა მოაგვარონ საკითხები მოლაპარაკებების გზით. ეს აზრი გამოხატა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა საიდ ხატიბზადემ ,,რია ნოვოსტი“-სთან საუბარში.

”ჩვენ ვფიქრობთ, რომ ომი ვერანაირად ვერ გადაწყვეტს კონფლიქტს. ”ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ყოვლისმომცველი მოლაპარაკებების გზით”, – თქვა მან და დასძინა, რომ სწორედ ამიტომ შესთავაზა ირანმა თავისი დახმარება დავის მოგვარებაში.

მან აღნიშნა, რომ ირანი ყოველთვის მხარს უჭერდა “აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, მისი ქალაქების ოკუპაციის მოხსნას და საერთაშორისო სამართლის დაცვას”.

 ”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მხარეები შეგნებულად და მშვიდობიანად განაგრძობენ მოლაპარაკებებს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში შეთანხმების მისაღწევად, მხარეთა ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით”, – თქვა ხატიბზადემ.

მან შეახსენა, რომ თეირანმა შესთავაზა საკითხის მოგვარება რუსეთის, ირანისა და თურქეთის მონაწილეობით. აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა ავსებს ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების ეუთოს მინსკის ჯგუფის ძალისხმევას.

ნახეთ მეტი
Back to top button