
სომხეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი ლეონ ტერ-პეტროსიანი შეხვდა სომხეთის რესპუბლიკის მეორე პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანსა და მესამე პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს, ასევე არცახის რესპუბლიკის მეორე პრეზიდენტს არკადი ღუკასიანს და მესამე პრეზიდენტს ბაკო საჰაკიანს, ამის შესახებ Facebook-ის თავის გვერდზე ცნობას აქვეყნებს სრ პირველი პრეზიდენტის პრეს-სპიკერი არმან მუსინიანი.
“მე მინდა გაცნობოთ, რომ არცახ-სომხეთში არსებული შემაშფოთებელი ვითარების გამო, გაიმართა კონსულტაცია, რომელსაც ამჯერად ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტები ლეონ ტერ-პეტროსიანი, რობერტ ქოჩარიანი, სერჟ სარგსიანი, არცახის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტები არკადი ღუკასიანი და ბაკო საჰაკიანი” , – წერს მუსინიანი.