მთავარიპოლიტიკა

France24- მა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ადასტურებს აზერბაიჯანის მხრიდან მებრძოლი სირიელი ტერორისტების ყოფნას

წამყვანმა ფრანგულმა სატელევიზიო არხმა “France24” გამოაქვეყნა არაერთი ვიდეო, რომელიც ამტკიცებს აზერბაიჯანის მიერ არცახში სირიელი ტერორისტების არსებობას.

ზოგიერთი ვიდეო გადაღებულია სირიის ბანაკში, სხვები კი არცახ-აზერბაიჯანის კონფლიქტის ზონაში.

ტელეარხი აცხადებს, რომ სირიელი დაქირავებულები აზერბაიჯანში თურქეთის გავლით მოჰყავთ არცახის წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ აზერბაიჯანიც და თურქეთიც უარყოფენ ტერორისტების ყოფნას მათ რიგებში.

პირველი ვიდეორგოლი ასახავს ბანაკს სირიაში, სადაც ტერორისტები

ვარჯიშობენ აზერბაიჯანში გამგზავრებამდე. შემდეგი ვიდეოები უკვე გაკეთებულია აზერბაიჯანში, ძირითადად ტერორისტების მიერ, რომლებმაც ისინი სოციალურ ქსელებში განათავსეს.

27 სექტემბრის შემდეგ, აზერბაიჯანმა, თურქეთის მხარდაჭერით, დაიწყო სამხედრო ოპერაციები არცახის წინააღმდეგ, გამოიყენა მთელი არსენალი, რომლის სამიზნეც იყო მშვიდობიანი მოსახლეობა როგორც არცახში, ისე სომხეთში. არსებობს დადასტურებული ცნობები იმის შესახებ, რომ თურქეთის გავლით სირიიდან ჩამოყვანილი დაქირავებულები მონაწილეობენ სომხური მხარის წინააღმდეგ ბრძოლებში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში.

ნახეთ მეტი
Back to top button