მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანელი ტყვე ყვება თურქეთის სამხედრო სპეციალისტებზე: ვიდეო

აზერბაიჯანელი სამხედრო ტყვე ემილ ბახშალინი ზაჰირ ოღლუ, საყურადღებო ინფორმაციას გვაწვდის, ის არცახის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობს. არცახის საინფორმაციო შტაბის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ის თურქეთიდან ჩამოსულ სამხედრო სპეციალისტებზე მოგვითხრობს, რომლებიც აზერბაიჯანის მიერ არაცხის  წინააღმდეგ დაწყებულ სამხედრო აგრესიას ხელმძღვანელობენ.

”სამი ადამიანი მოვიდა ჩვენთან ტრენინგების ჩასატარებლად და თქვეს, რომ ისინი თურქეთიდან არიან. ამის გარკვევა შეძლებოდა მათი სამხედრო ტანსაცმლითა და ლაპარაკის კილოთი.  კურსები ძირითადად ტარდებოდა მათ მიერ მომზადებული პროგრამის მიხედვით.  ისინი კვლავ ჩვენს სამეთაურო პუნქტებში იმყოფებიან. მათი მითითებების გარეშე, ჩვენი მეთაურები არ მიიღებენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს”, – ამბობს პატიმარი.

ის საუბრობს ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ექიმების დამოკიდებულებაზე მის მიმართ, არცახში. ის ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, ჭრილობებს ყოველდღე უმუშავებენ და ადებენ  ახალ სახვევს.

ნახეთ მეტი
Back to top button