პოლიტიკა

გარეული ცხოველები გვამებს გლეჯენ: სომხურმა მხარემ საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა

სომხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტრომ საერთაშორისო სტრუქტურებს მიმართა და აცნობა  თურქეთ-აზერბაიჯანის აგრესიის გამო არცახის ომის კონტაქტის მთელ ხაზზე ჰუმანიტარულ-ეკოლოგიური კატასტროფის საშიშროების შესახებ.

”ბრძოლის ველზე გვამების  მდგომარეობა უკვე კონტროლს არ ექვემდებარება,  ვიდეო ჩამწერებმა დააფიქსირეს, როგორ ჭამენ ველური ცხოველები გვამებს. ასეთმა ჰუმანიტარულმა კატასტროფამ შეიძლება გამოიწვიოს საშინელი ადამიანური და ეკოლოგიური   პრობლემები, მათ შორის ცხოველების მეშვეობით სხვადასხვა სახიფათო ინფექციური დაავადებების გავრცელებაც. ეს შედეგები არ შემოიფარგლება მხოლოდ არცახის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებით, ის  საფრთხეს შეუქმნის მთელ რეგიონს”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში

ასევე აღნიშნულია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ბინადრობენ  წითელ წიგნში  შეტანილი სახეობები. რეგიონში მდებარეობს იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი კავკასიური ლეოპარდი, მურა დათვი, ბეზოარული თხა, შავი და გრიფონის სვავები და სხვა ცხოველები.

18 ოქტომბერს არბაზის რესპუბლიკის პრეზიდენტის მრჩეველმა დავით ბაბაიანმა განაცხადა, რომ ფრონტის ზოგიერთ ნაწილში მტრის ურიცხვი სხეულების გამო შეიქმნა კრიტიკული მდგომარეობა,  მაღალია  ეპიდემიების საშიშროება.

ნახეთ მეტი
Back to top button