
,,Armradio.am” წერს, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ესკალაციის შესამცირებლად საჭიროა სხვა ქვეყანამ თავი შეიკავოს კონფლიქტისგან, არ მიაწოდოს იარაღი, არ ჰქონდეს რომელიმე მხარის მხარდაჭერა.
პომპეომ დაადასტურა, რომ 23 ოქტომბერს ვაშინგტონში მიიღებს სომხეთის, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს ზოჰრაბ მნაცაკანიანს და ჯეიჰუნ ბაირამოვს.
”ადგილზე შეიქმნა რთული სიტუაცია, ეს არის რთული დიპლომატიური სიტუაცია. მინისტრებთან შეხვედრაზე ვაპირებ აღვნიშნო, რომ მესამე ქვეყნებმა თავი უნდა შეიკავონ კონფლიქტისგან, არ გაამწვავონ სიტუაცია და არ უზრუნველყონ იარაღით. მხოლოდ დიპლომატიური გადაწყვეტა იქნება მისაღები ყველასთვის. ”მე ამის შესახებ ვაპირებ საუბარს პარასკევს”, – აღნიშნა მან.