
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დაცვის აუცილებლობას. ამის შესახებ სტოლტენბერგმა 21 ოქტომბერს სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარქისიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
”ნატო არ არის ამ კონფლიქტის მხარე. ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული ცეცხლის შეწყვეტის დარღვევებით, რასაც ახალი მსხვერპლი მოჰყვა. მნიშვნელოვანია, რომ მხარეებმა შეინარჩუნონ თავშეკავება, დაექვემდებარონ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს და მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ”, – თქვა სტოლტენბერგმა.
რაც შეეხება არმენ სარქისიანთან შეხვედრას, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განიხილეს ნატო-ს ფარგლებში სომეხი სამშვიდობოების მონაწილეობის საკითხები.