მთავარიპოლიტიკა

სომხეთის მთავრობამ აკრძალა თურქული წარმოშობის საქონლის შემოტანა

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ 2020 წლის 20 ოქტომბრის No 1708-N გადაწყვეტილებით დააწესა დროებითი აკრძალვა თურქული წარმოშობის საბოლოო სამომხმარებლო საქონლის იმპორტზე. აკრძალვა ძალაში შევა 2020 წლის 31 დეკემბერს. ამის შესახებ “არმენპრესს” აცნობეს სომხეთის ვიცე-პრემიერის მჰერ გრიგორიანის აპარატიდან.

”თურქული წარმოშობის საქონლის იმპორტის შეზღუდვა, უპირველეს ყოვლისა, უსაფრთხოების კომპონენტს გულისხმობს, არაერთხელ დადასტურებული ფაქტების გათვალისწინებით, რომელთა თანახმად, თურქეთი ღიად უჭერს მხარს აზერბაიჯანის მიერ არცახის რესპუბლიკის წინააღმდეგ დაწყებულ საომარ და  ტერორისტულ ოპერაციებს. თურქული წარმოშობის საქონლის იმპორტის აკრძალვით, შეჩერებულია სომხური წყაროებიდან  თურქეთის სახელმწიფო ხაზინის ფინანსური კვება, ამავდროულად, ხელი ეშლება შესაძლო საფრთხეების შეტანას მტრული ქვეყნიდან სომხეთში საბოლოო სამომხმარებლო საქონლის იმპორტით”, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button