
დღეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა მანიპულაციური განცხადება, რომელშიც ხაზგასმულია აზერბაიჯანისა და თურქეთის პოზიციები, რომლებიც უარყოფენ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართ სომხური მხარის მიდგომას. ამასთან დაკავშირებით სრ საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს საპასუხო განცხადებას, სადაც ნათქვამია:
„აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესია არცახელი ხალხის წინააღმდეგ თურქეთისა და აზერბაიჯანის მიერ დაფინანსებული ტერორისტების უშუალო მონაწილეობით, მიზნად ისახავს არცახის მკვიდრი მოსახლეობის განადგურებას, რასაც პირველივე დღიდან თან ახლავს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მრავალი დარღვევა და სამხედრო დანაშაულები. ეს ქმედებები აუცილებელს ხდის არცახის მოსახლეობის სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
სომხეთი თანმიმდევრულად უჭერს მხარს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებების უპირობოდ შესრულებას, ისე როგორც 10-17 ოქტომბერს შეთანხმდნენ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეე ქვეყნის ლიდერები.
კონფლიქტის სამხედრო მოგვარების გამორიცხვის პოზიციიდან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი გზით, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ფარგლებში.
”ჩვენ მოვუწოდებთ აზერბაიჯანს, მის სპონსორ თურქეთს, უარი თქვან ცეცხლის შეწყვეტის მიმართულებით წარმართული ქმედებების ჩაშლაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.