პოლიტიკა

ხშირად მტერი ცეცხლს უხსნის სასწრაფო დახმარების მანქანებს

ჩვენი ექიმები ომის დროს ძალიან ბევრს მუშაობენ. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არწრუნ ჰოვანისიანმა განაცხადა.

”განსაკუთრებით ჭურვის ნამსხვრევით მიყენებული  ჭრილობებია ბევრი, რადგან საარტილერიო ძალაზე მუშაობენ. ხშირად ექიმები არა მხოლოდ სიცოცხლის გადასარჩენად მუშაობენ, არამედ ცეცხლის ქვეშ ხვდებიან”, – თქვა ჰოვანისიანმა.

მან აღნიშნა, რომ იყო შემთხვევები, როდესაც სამედიცინო მანქანები დაზიანდა მტრის მიერ.

”ჩვენ არ ვსაუბრობთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაზე, რომელიც  საავადმყოფოში მუშაობს, მხედველობაში გვაქვს  ფრონტის ხაზიდან მომავალი სამედიცინო დაწესებულებამდე წამსვლელი  მანქანების”, – თქვა ჰოვანისიანმა.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ ექიმების თავდაუზოგავი შრომის წყალობით ათასობით ადამიანის გადარჩენა გახდა  შესაძლებელი.

ნახეთ მეტი
Back to top button