პოლიტიკა

აზერბაიჯანმა არაერთხელ გამოიყენა ფართოდ აკრძალული კასეტური საბრძოლო მასალები მთიანი ყარაბაღის საცხოვრებელ ადგილებში: Human Rights Watch:

აზერბაიჯანმა არაერთხელ გამოიყენა ფართოდ აკრძალული კასეტური საბრძოლო მასალები მთიანი ყარაბაღის დასახლებულ ადგილებში,  იუწყება Human Rights Watch – ი  , შეაჯამა რა  გამოძიების შედეგები  არცახში.

2020 წლის ოქტომბერში მთიან ყარაბაღში ჩატარებული გამოძიების დროს, Human Rights Watch– მა დააფიქსირა აზერბაიჯანის მიერ კასეტური იარაღის გამოყენების ოთხი შემთხვევა.

”კასეტური საბრძოლო მასალის მუდმივი გამოყენება, განსაკუთრებით საცხოვრებელ ადგილებში, აჩვენებს, რომ უგულებელყოფილია მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება. კასეტური საბრძოლო მასალა არასდროს არავის უნდა გამოიყენოს ნებისმიერ გარემოებაში, განსაკუთრებით ქალაქში, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის არაპროგნოზირებადი, მიუღებელი საფრთხის გამო”, – თქვა სტივენ გუსმა, Human Rights Watch- ის შეიარაღების განყოფილების დირექტორმა და კასეტური საბრძოლო მასალების კოალიციის თავმჯდომარემ.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დროს Human Rights Watch იკვლევს, იცავენ თუ არა კონფლიქტის მხარეები საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, რაც მოითხოვს შეიარაღებულ ძალებისაგან    სამხედრო მოსამსახურეებისა  და სამოქალაქო პირების, სამხედრო ობიექტებისა და  სამოქალაქო ობიექტების  განსხვავებას.  აკრძალულია თავდასხმები, რომლებიც იყენებენ საბრძოლო მეთოდებს ან საშუალებებს, რომლებიც შეიძლება არ იყოს გამიზნული კონკრეტული ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეზე.

Human Rights Watch- მა არაერთხელ სთხოვა აზერბაიჯანის მთავრობას ნებართვა ადგილზე გამოძიების ჩატარებისათვის, მაგრამ ნებართვა ჯერ არ არის გაცემული.

Human Rights Watch- მა შეისწავლა რაკეტების, დარტყმებისა  და საბრძოლო მასალის ნაშთები, რომლებიც აფეთქნენ, აგრეთვე აუფეთქებლები სტეპანაკერტის რამდენიმე ადგილას. Human Rights Watch- მა ასევე შეისწავლა  რაკეტების ფოტოები ჰადრუთში, აფეთქების შედეგები, დარჩენილი საბრძოლო მასალები, ასევე აუფეთქებული საბრძოლო მასალა. Human Rights Watch ესაუბრა ექვს ადამიანს, რომლებიც შეესწრნენ თავდასხმებს.

სტეპანაკერტის მაცხოვრებლებმა Human Rights Watch- ს განუცხადეს, რომ კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებით შეტევები დაიწყო 27 სექტემბერს დილით, საცხოვრებელ ზონაში, არაუმეტეს 200 მეტრზე  წითელი ჯვრის საერთაშორისო ოფისიდან.

Human Rights Watch არის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ნიუ – იორკში. იგი ატარებს ადამიანის უფლებების შესახებ კვლევას.

ნახეთ მეტი
Back to top button