
შედარებით სტაბილურად დაძაბული ვითარება არცახ-აზერბაიჯანის კონფლიქტის ზონაში ღამის განმავლობაში არ შეცვლილა. ზოგიერთ რაიონში გაგრძელდა საარტილერიო ბრძოლები და შეტაკებები. ინფორმაციას გვაწვდის არცახის თავდაცვის სამინისტრო.
საღამოს, კიდევ ერთხელ უხეშად დაარღვიეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმები, მტრის ძალებმა დაბომბეს ასკერანი, ხოლო შუაღამისას კვლავ მიზანში ამოიღეს მარტუნი.
”ამჟამად ადგილობრივი ბრძოლები მიმდინარეობს ფრონტის ხაზის ყველა მიმართულებით”, – ნათქვამია განცხადებაში.
თავდაცვის არმიის ქვედანაყოფების მიერ გრძელდება ოპერაცია დაქირავებული ტერორისტების მტრული დივერსიული ჯგუფების მოძიებისა და განადგურების მიზნით.