მთავარიპოლიტიკა

დაძაბული ბრძოლები მიმდინარეობს ყარაბაღ-ირანის საზღვრის გასწვრივ

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი არწრუნ ჰოვანისიანი უარყოფს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალის განცხადებას, რომ აზერბაიჯანისა და ირანის საზღვარი მთლიანად აზერბაიჯანის არმიის კონტროლს ექვემდებარება. “არმენპრესის” კითხვის პასუხად არწრუნ ჰოვანისიანმა აღნიშნა, რომ დაძაბული  ბრძოლები მიმდინარეობს მთელი საზღვრის გასწვრივ.

”დაძაბული ბრძოლები მიმდინარეობს ამ საზღვრის გასწვრივ, სრული კონტროლის  დაწესების შესახებ საუბარი არ შეიძლება. თუ ზოგიერთ ადგილას, ვიწრო ადგილებში, მათი ჯარები ხედავენ მდინარე არაქსს, ეს არ ნიშნავს სრულ კონტროლს,” – თქვა ჰოვანისიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button