მთავარიპოლიტიკა

დღევანდელი არასტაბილურობა სამხრეთ კავკასიაში ხვალინდელი არასტაბილურობაა ევროპაში. ტათევიკ ჰაირაპეტიანი

თურქეთი საუბრობს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ხოლო ამ დროისთვის მას რეგიონში ტერორისტები ჩამოჰყავს სომხების წინააღმდეგ საბრძოლველად. “არმენპრეს”-ის ინფორმაციით, ამის შესახებ განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ფრაქციის “ჩემი ნაბიჯი” დეპუტატმა ტათევიკ ჰაირაპეტიანმა  საპარლამენტო ასამბლეაზე “ახალი ზეწოლა თურქეთის პოლიტიკურ ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე. ევროპის საბჭოს სტანდარტების დაცვის გადაუდებელი აუცილებლობა” სათაურით მოხსენების განხილვის დროს.

”უცნაური არ არის, რომ აზერბაიჯანელი დეპუტატები უფრო აქტიურები არიან თურქეთის დაცვაში, ვიდრე თუნდაც თურქი დეპუტატები, რადგან აზერბაიჯანი თანდათან ხდება თურქეთის ერთ-ერთი რეგიონი. უფრო მეტიც, ბაქოს დიქტატორმა, ილჰამ ალიევმა მკაფიოდ განაცხადა, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი ცდილობენ თავიანთი პრობლემების მოგვარებას ეთნიკური ფაქტორის საფუძველზე. თურქეთი საუბრობს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე, თურქეთს კი თავად მოჰყაქვს ტერორისტები რეგიონში, მთიან ყარაბაღში, რომლებმაც უნდა იბრძოლონ სომხების წინააღმდეგ.  ამაზე მე არ ვსაუბრობ, საერთაშორისო პრესა და მთელი რიგი ქვეყნების ლიდერები საუბრობენ ამაზე და წარმოადგენენ მკაფიო ფაქტებს”, – აღნიშნა მან.

მან ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი აშკარად უჭერს მხარს აზერბაიჯანს არა მხოლოდ დიპლომატიურად, როგორც ამას ისინი აცხადებენ, არამედ აშკარად აცხადებს, რომ ის მზადაა ჯარი გააგზავნოს აზერბაიჯანის აგრესიის მხარდასაჭერად.

”აზერბაიჯანში ისინი საუბრობენ დემოკრატიაზე იმ შემთხვევაში, როდესაც მათ დიქტატორი მართავს 17 წლის განმავლობაში, სადაც ვიცე-პრეზიდენტი პრეზიდენტის მეუღლეა. და ბოლოს, საშინაო და საგარეო პოლიტიკა ურთიერთდაკავშირებულია; ახლა უკვე აშკარაა, რომ თურქეთი ასრულებს დესტაბილიზაციის როლს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. ”დღევანდელი არასტაბილურობა სამხრეთ კავკასიაში ხვალინდელი არასტაბილურობაა ევროპაში ”, – აღნიშნა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button